ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი ჰააგაში იმყოფება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს

ჰააგაში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფება. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილი დღეს ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ტემერს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს საინვესტიციო გარმოზე იმსჯელეს. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი რეგიონში ლოგისტიკის, ფინანსური, ინოვაციების და ტურისტული ჰაბის ფუნქცია შეასრულოს.

პრემიერი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ჰოლადიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის, სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების გაღრმავების საკითხებზე.
XS
SM
MD
LG