საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საღამოს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. ღარიბაშვილი მერკელმა სამუშაო სადილზე უკრაინის პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკთან და მოლდოვის პრემიერ მინისტრ იური ლეანკასთან ერთად მიიწვია. სადილის შემდეგ მონაწილეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი გერმანიაში ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპოის მიწვევით იმყოფება. ხვალ ღარიბაშვილი აახენის საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრება და აახენის მერის მიერ ორგანიზებულ საჯარო ღონისძიებაზე უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად სიტყვით გამოვა.
29 მაისს ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ჰერმან ვან რომპოის კარლოს დიდის სიგელით დაჯილდოების ცერემონიალში, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის ევროპის გაერთიანების საქმეში შეტანილ განსაკუთრებული წვლილს აღიარებს.