ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუამარ კადაფი განეიტრალებულია


მუამარ კადაფი განეიტრალებულია
მუამარ კადაფი განეიტრალებულია

გარდამავალი მთავრობის ცნობით ლიბიის ყოფილი ლიდერი, მუამარ კადაფი, მოკლეს. ოფიციალური პირების განცხადებით მას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ის მშობლიურ ქალაქ სირტიდან გამგზავრებას ცდილობდა. ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროების მიერ ჯერჯერობით არ დასტურდება.

სირტის ცენტრში დღეს დილით ლიბიის ახალი დროშა აღიმართა. ქალაქის დაპყრობა ამბოხებულთათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო. მათი განცხადებით ერთ-ერთ ცენტრალურ საპორტო ქალაქის გაკონტროლება გარდამავალ მთავრობას საშუალებას მისცემდა ლიბიის საბოლოო გათავისუფლება გამოეცხადებინა. ამას გარდა დედაქალაქიდან 360 კილომეტრში მყოფი სირტი კადაფის მომხრეთა მიერ ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებული პლაცდარმი გახლდათ.

ლიბიელები გამარჯვებას ზეიმობენ. კადაფის 40-წლიან ერთპიროვნულ მმართველობას ბოლო მოეღო. ლიბია ახალი მთავრობის ასარჩევად და ახალი კონსტიტუციის დასამტკიცებლად ემზადება.

XS
SM
MD
LG