ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის მკვლელობას მსოფლიო ეხმაურება


კადაფის მკვლელობას მსოფლიო ეხმაურება
კადაფის მკვლელობას მსოფლიო ეხმაურება

სენატორის და რესპუბლიკელთა ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯონ მაკეინის, მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კადაფის სიკვდილით ლიბიის რევოლუციის პირველი ეტაპი დასრულდა. მან ევროპელ და არაბ მოკავშირეებს ლიბიელი ხალხის შემდგომი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის და ევროკომისიის პრეზიდენტებმა ჟოზე მანუელ ბაროსომ და ჰერმან ვან რომპოიმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია კადაფის სიკვდილის შესახებ რეგიონში „დესპოტიზმის და რეპრესიების ერას წერტილს უსვამს“.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის, თქმით „ლიბიაში ომი დასრულდა“.

XS
SM
MD
LG