ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს მისია ლიბიაში მალე დასრულდება


ნატოს მისია ლიბიაში მალე დასრულდება

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს განცხადებით ის პასუხიგებაში მისცემს იმ პირებს, რომლებიც მუამარ კადაფის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი, თუ დამტკიცდება, რომ კადაფი მისი დატყვევების შემდეგ მოკლეს.

ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელიც დაასრულებს ნატოს მისიას ლიბიაში. თუმცა ლიბიის ახალი მთავრობა ამის წინააღმდეგ გამოდის. რეზოლუციის პროექტს დღეს განიხილავენ.

გასულ კვირას ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს დაასრულებს საჰაერო კამპანიას ლიბიაში, რომელიც 6 თვე გრძელდებოდა. თუმცა ბრიუსელში შეხვდრის შემდეგ ნატოს მინისტრებმა გადაწყვეტილების მიღება პარასკევამდე გადადეს.

ლიბიის გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარე მუსტაფა აბდელ ჯალილი ნატოს მისიის გარგრძელებას წლის ბოლომდე მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუამარ კადაფის მომხრეებმა შესაძლოა გადაჯგუფება მოახდინონ და ლიბიის ახალ მთავრობას პრობლემები შეუქმნან.

ნატოს მისიის დასრულებაზე ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო რაც მუამარ კადაფი მოკლეს მის მშობლიურ ქალაქ სირტში.

XS
SM
MD
LG