ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბია ახალ დროებით კაბინეტს დანიშნავს


ლიბია ახალ დროებით კაბინეტს დანიშნავს

კეიბის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ადამიანების შერჩევა მათი კომპეტენტურობის მიხედვით მოხდა. გარდა ამისა, მთავრობა მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იქნება.

ლიბიის დროებითი პრემიერ მინისტრი აბდურაჰიმ ელ-კეიბი ხვალ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას გამოაცხადებს, რომელსაც ქვეყნის მართვა ერთი წლით დაევალება. ამ პერიოდის დასრულებისას კი ლიბიაში მუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ პირველი არჩევნები გაიმართება.

კეიბის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ადამიანების შერჩევა მათი კომპეტენტურობის მიხედვით მოხდა. გარდა ამისა, მთავრობა მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იქნება.

პრემიერ მინისტრმა ეს განცხადება ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც ამერიკის ელჩი გაეროში სუზან რაისიც ესწრებოდა.

ერთი სირთულე, რომელიც დროებითმა მთავრობამ არჩევნებამდე უნდა გადალახოს, კადაფის მოკავშირეების სასამართლო პროცესის ექსცესებისა და მიკერძოების გარეშე ჩატარება იქნება.

XS
SM
MD
LG