ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუამარ კადაფის რეჟიმთან ცხრა თვიანი ბრძოლის შემდეგ, ლიბიელების უმეტესობას სჯერა, რომ ისინი ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას შეძლებენ, რასაც ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკურად უყურებს. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი ლიბიის მომავლის შესახებ დეტალებს ტრიპოლიდან არკვევდა.

ლიბიის ყოფილი დიქტატორის რეზიდენცია მიწასთან არის გასწორებული. მისი სამხდერო მანქანების ნარჩენებით კი ბავშვები თამაშობენ. უნივერსიტეტის სტუდენტები ახლადდამდგარ თავისუფლებას ზეიმობენ. თუმცა, ლიბია უამრავი სირთულის წინაშე დგას. საბჭომ, რომელიც ლიბიის რევოლუციას ედგა სათვეში დროებითი მთავრობა შექმნა რომელმაც ქვეყანას არჩევნებამდე და ახალი კონსტიტუციის შექმნამდე უნდა უხელმძღვანელოს.

ამასთანავე, ლიბიელებმა უნდა გადაწყვიტონ იმ ადამიანების ბედიც, ვინც მუამარ კადაფის რეჟიმს უჭერდა მხარს, ასევე მათი საკითხიც ვინც რევოლუციის სახელით სხვადასხვა სახის დანაშაულები ჩაიდინა.

ლიბიელი პოლიტიკოსი, სამართლიანობის და დემოკრატიის პარტიის წევრი ჰადი შალუფი იმედოვნებს, რომ ის ქვეყნის მართვაში მონაწილეობას მიიღებს.

„თუკი ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ან ადამიანთა უფლებები შელახა, ის გასამართლდება, ხოლო უდანაშაულო ხალხს პრობლემები არ ექნება. ისინი ლიბიის ცხოვრებაში უნდა ჩაებნენ,“ - ამბობს შალუფი.

ქვეყნის ცხოვრებაში ინტეგრაცია ლიბიელ მებრძოლებსაც სჭირდებათ. ამ ხალხს ლიბიაში ყველა პატივს ცემს, რადგან მათ თავისუფლების ხელში იარაღი აიღეს.

თარიქ ჰუსეინმა მისრატაში და სირტში ყველაზე მწვავე ბრძოლებში მიიღო მონაიელბა. ის ახლა სამთავრობო შენობებს იცავს და ფიქრობს, რომ დროა ლიბიაში შერიგების პერიოდი დადეგს.

„იმედი მაქვს ღმერთი შეგვარიგებს. ვფიქრობდი, რომ ამის შანსი 70 პროცენტი იყო. ახლა ვფიქრობ, რომ უკვე 100 პროცენტია,“ - ამბობს ჰუსეინი.

თუმცა, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ლიბიამ დემოკრატიაზე გადასვლა უმტკივნეულოდ შეძლოს. ამ მოსაზრების საფუძველი კი ლიბიის ტომობრივი დაყოფა და არსებული რელიგიურ და პოლიტიკური სიჭრელეა. რისკების შეფასების ანალიტიკოსი ენტონი სკინერი „ამერიკის ხმას“ სკაიპით ესაუბრა.

„ჩვენ ძალიან დიდ სიფრთხილე გვმართებს, რომ ამ რისკებს თავი ავარიდოთ. პირველ რიგში ეს არის შეიარაღებული ჯგუფების საფრთხე. მათ სურთ რომ ქვეყნის პოლიტიკურ ლადნშაფტში ჩაერთონ. მათ აშფოთებთ, რომ კადაფის შემდეგ, გაწყდება ის ძაფი, რაც შეიარაღებულ მებრძოლებს ერთმანეთთან აკავშირებდათ,“ - ამბობს ენტონი სკინერი.

თუმცა, ეს არის სირთულეები, რისი გადატანაც ყველა იმ ქვეყანას მოუწევს, სადაც დემოკრატიული რევოლუციები მოხდა.

XS
SM
MD
LG