ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ დიქტატორები გააფრთხილა


ობამამ დიქტატორები გააფრთხილა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით მუამარ კადაფის სიკვდილი ლიბიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდის დასასრულს ნიშნავს, რომელიც ახალი ერის დაწყების მაუწყებელია.

მანამდე პრეზიდენტმა ობამამ ახლო აღმოსავლეთის დიქტატორები გააფრთხილა, რომ რკინის ხელის მეშვეობით ქვეყნის მართვა შესაძლოა კადაფის მსგავსად დასრულდეს.

ჩინეთმა ლიბიის ახალ მთავრობას პოლიტიკური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ადრე მკაცრად აკრიტიკებდა ნატოს სამხედრო კამპანიას ლიბიაში.

ირანი იმედოვნებს, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომი დამთავრდება და ქვეყანა სტაბილურობას დაუბრუნდება. თავის მხრივ არაბული ლიგის თავმჯდომარემ ნაბი ალ-არაბიმ განაცხადა, რომ კადაფის სიკვდილი ტირანიის დასრულებას ნიშნავს.

XS
SM
MD
LG