ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეგობრობა - რომის პაპის საშობაო გზავნილი


ქრისტიანთა დიდი ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. 25 დეკემბერს კათოლიკეთა ყურადღება, როგორც წესი, რომის პაპის მიმართ არის მიპყრობილი.

წლევანდელ მიმართვაში პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ საახალწლოდ ისურვებდა მეგობრობას, გაგებას, მხარდაჭერას და თანადგომას, როგორც ადამიანებს შორის, ასევე ყველა ქვეყანას და კულტურას შორის. "ჩემი სურვილი ბედნიერი შობისთვის, არის მეგობრობის სურვილი... მეგობრობა ყოველი ერის და კულტურის ინდივიდს შორის; მეგობრობა განსხვავებული ხედვის ადამიანებს შორის, ერთმანეთის მოსმენის და პატივისცემის უნარით; მეგობრობა განსხვავებული რელიგიის მქონე ადამიანებს შორის" - თქვა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრიდან, მილიონობით კათოლიკეს მიმართ გაკეთებულ მიმართვაში.

პაპმა ფრანცისკემ ქრისტიანობის მიმღებლურ ხასიათზე ვრცლად საუბრის შემდეგ, აქცენტი მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე გააკეთა და მრევლის ყურადღება ახლო აღმოსავლეთის პრობლემებისკენ მიაპყრო. რომის პაპის თქმით, ის ასევე ილოცებს მშვიდობისთვის ისრალს და პალესტინელებს შორის, სირიაში, თუ იემენში მცხოვრები ადამიანებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG