ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი თავის მრევლს მიგრანტების დახმარებისკენ მოუწოდებს


რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მიმართვაში იერუსალიმში მშვიდობაზე, კორეის ნახევარკუნძულზე ორმხრივ ნდობაზე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტებით დაზარალებულ ბავშვებზე ისაუბრა. წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მან იქ შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"ვილოცოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ დაპირისპირება კორეის ნახევარკუნძულზე და იმისთვის, რომ გაიზარდოს ნდობა“ ადამიანებს შორის.

კვირა საღამოს საშობაო წირვას დაახლოებით 10 000 ადამიანი დაესწრო. ყოველწლიურ საშობაო სიტყვაში პაპმა დაიცვა მიგრანტები, რომლებიც მან მარიამს და იოსებს შეადარა, რომლებსაც ბეთლემში გასაჩერებელი არ ჰქონდათ.

პაპმა მთელ დედამიწაზე მცხოვრებ მილიარდზე მეტ კათოლიკე მრევლს მოუწოდა, არ უგულვებელყონ მიგრანტების პრობლემები.

XS
SM
MD
LG