ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს კათოლიკეებს წერილით მიმართა


დღეს პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ყველა ძალისხმევა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მომავალში, კათოლიკურმა ეკლესიამ მღვდელმსახურების მიერ ბავშვების მიმართ სქესობრივი ძალადობა არ დაუშვას და უზრუნველყოს, რომ ასეთი ძალადობის შემთხვევაში, მისი დაფარვა შეუძლებელი იყოს.

პაპის კომენტარები მსოფლიოს კათოლიკეთა მისამართით გაგზავნილ წერილში გაჟღერდა, რომელიც მღვდელმსახურთა ძალადობის ბოლო დროს გამჟღავნების საპასუხოდ გაკეთდა.

გასულ კვირას გამოქვეყნებულ, შეერთებული შტატების ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის ანგარიშში ნათქვამია, რომ პენსილვანიის შტატის ექვს ეპარქიაში, 70 წლის განმავლობაში, 300-ზე მეტმა დამნაშავე მღვდელმა ათასზე მეტ ბავშვზე იძალადა.

პაპმა წერილში თქვა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, ამ საქმეთა უმეტესობა წარსულის კუთვნილებაა, დროის გასვლასთან ერთად, ბევრი მსხვერპლის ტკივილის შესახებ შევიტყვეთ“.

პაპი ასევე ამბობს, რომ კათოლიკური ეკლესია „სირცხვილით და სინანულით“ აღიარებს, რომ დროულად არ იმოქმედა და მიხვდა, თუ მოძალადეებმა ბევრ ადამიანს რამხელა ზიანი მიაყენეს. „ბოდიშის მოხდის და ზიანის გამოსწორების არანაირი მცდელობა, საკმარისი არასდროს იქნება“.

პაპმა აღნიშნა, რომ „ძალადობის კულტურის აღმოფხვრა“ თითოეული კათოლიკეს მონაწილეობის გარეშე წარუმატებელი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG