ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 8 ათასი შემთხვევა ავსტრალიის ეკლესიაში


სპეციალური მოკვლევის შედეგად საგამოძიებო კომისია კათოლიკურ ეკლესიას ურჩევს, დაარღვიოს აღსარების საიდუმლო მაშინ, როდესაც ცნობილი ხდება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ. მისი რეკომენდაციით, ასევე ჯობს, სასულიერო პირებს მიეცეთ დაქორწინების უფლება, რადგან კომისიის აზრით, ეს ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორია ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხის განხილვისას.

ავსტრალიის კათოლიკური ეპარქიის კონფერენციაზე არქიეპისკოპოსმა დენის ჰარტმა თქვა, რომ ამ წესის შეცვლა მას არ შეუძლია და მისი დარღვევა ეკლესიიდან მოკვეთით სრულდება.

„მე პატივს ვცემ საერო კანონებს, თუმცა ეს არის წმინდა, სულიერი მსხვერპლი ღმერთის წინაშე, რომელსაც მე პატივი უნდა ვცე. უნდა ვცადო და ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია, რომ ორივე დავიცვა“

ავსტრალიის სამეფო კომისიამ დღეს წარმოადგინა 5-წლიანი გამოძიების შედეგები. მოკვლევის ფარგლებში, კომისიის წევრებმა დაკითხეს 8 000-ზე მეტი მსხვერპლი სექსუალური ძალადობისა. მსხვეპრლის დაახლოებით 60 % კათოლიკე იყო.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ კათოლიკური ეკლესია კატასტროფულად ვერ უმკლავდებოდა ამ პრობლემას ათწლეულების მანძილზე“, - ვკითხულობთ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

XS
SM
MD
LG