ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიელი არქიეპისკოპოსი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დამალვისთვის გაასამართლეს


ავსტარალიის ყოფილ არქიეპისკოპოსი ფილიპ უილსონს 1 წლით შინაპატიმრობა მიესაჯა. მას ბრალი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმეების დაფარვაში ედება.

უილსონი მაისში დამნაშავედ ცნეს იმისთვის, რომ მან შესაბამის სტრუქტურებს არ შეატყობინა ორი სტიქაროსანი ბიჭის მიმართ 1970 წელს სასულიერო პირის - ჯეიმს ფლეტჩერის მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ. უილსონი ისტორიაში პირველი კათოლიკე სასულიერო პირია, რომელსაც ასეთი ბრალდება წაუყენეს. უილსონი მაშინ სწორედ ფლეტჩერთან მსახურობდა. მისი ზემდგომი სასულიერო პირის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ უილსონს ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოუყვა.

ფლეტჩერი 2004 წელს გაასამართლეს. მის საქმეში ძალადობის 9 ფაქტზე იყო საუბარი. ის ორი წლის შემდეგ ციხეში გარდაიცვალა.

შინაპატიმრობის მისჯის შემდეგ სასამართლომ განმარტა, რომ ეს რიგი ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყდა. მხედველობაში მიიღეს მისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა სასამართლო დარბაზიდან გამოსულ ყოფილ არქიეპისკოპოსს ფლეტჩერის ერთ-ერთი მსხვერპლი ელოდა და მისგან პატიების თხოვნას ითხოვდა.

უილსონმა საკუთარი პოზიცია გასულ თვეში დატოვა. ის დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა ბრალდებებს, თუმცა მოგვიანებით მის წინააღმდეგ წნეხი არა მხოლოდ ეკლესიის გარედან, არამედ თავად ეკლესიის შიგნითაც გაძლიერდა. ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა რომის პაპს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG