ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში "კატასტროფული" ტერაქტი მზადდებოდა


საახალწლო დღესასწაულებზე მელბურნში პოტენციურად "კატასტროფული" შედეგების მომტანი ტერორისტული იერიში იგეგმებოდა - აცხადებს ავსტრალიის პოლიცია. ოფიციალური ცნობების მიხედვით, წარმოშობით სომალელ ავსტრალიის მოქალაქეს ბრალი უკვე წაუყენეს.

20 წლის ახალგაზრდა იერიშს მელბურნში, ფედერაციის მოედანზე ახალი წლის შესახვედრად მოწყობილ მასობრივ თავშეყრაზე გეგმავდა. მას ავტომატური იარაღით "რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკვლა" სურდა. მელბურნი სიდიდით ავსტრალიის რიგით მეორე ქალაქია და საახალწლოდ იქ ტრადიციულად, უამრავი ხალხი იყრის თავს.

ეჭვმიტანილის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელენ. პოლიციის ცნობით, ის დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" თანაუგრძნობდა და მელბურნში თავდასხმას მარტო გეგმავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG