ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცნობილ ავსტრალიელ მეცნიერს ევთანაზიის აქტში შვეიცარია დაეხმარა


104 წლის ავსტრალიელმა მეცნიერმა, საკუთარი სურვილით სიცოცხლე ხუთშაბათს, შვეიცარიაში დაასრულა ევთანაზიის გზით. დავიდ გოდალს ექიმებმა ლეტალური პრეპარატის ინექცია გაუკეთეს.

ე. წ. ევთანაზიის აქტი, ანუ უკურნებელი სენით დაავადებული, ტკივილებით გატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინება მის სამშობლოში არალეგალურია. სახელგანთქმული ბოტანიკოსი და ეკოლოგი, ავსტრალიაში ევთანაზიის აქტის ცნობილი ადვოკატი იყო.

სიკვდილის წინ, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში მდებარე კლინიკაში, მას თან ახლდნენ შვილიშვილი დანიელი და ექთანი, რომელიც მასთან წლების მანძილზე მუშაობდა. დევიდ გოდალი ინექციის გაკეთების დროს თავის საყვარელ, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას უსმენდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG