ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმკვლელი ტერორისტები ქაბულში ერაყის საელჩოში შეიჭრნენ


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ქაბულში ერაყის საელჩოს ალყა თითქმის ოთხი საათის შემდეგ დასრულდა.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ სამი თავდამსხმელია ლიკვიდირებული. შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი პოლიციელი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საელჩოს პერსონალს შორის დაშავებულები არ არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთმა თავდამსხმელმა თავი მთავარ ჭიშკართან აიფეთქა და სხვა თავდამსხმელებს დიპლომატიურ კორპუსში შეღწევის გზა გაუხსნა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG