ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა 26 ადამიანი მოკლა


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელი ტერორისტების ორმა აფეთქებამ, სულ მცირე 26 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 9 ჟურნალისტი იყო. სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის 5 ჟურნალისტი კი დაშავდა.

ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“, ავღანეთში მედიის თანამშრომლებზე ყველა დროის, ყველაზე სისხლიან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, საკუთარი ახალი ამბების სააგენტოს მეშვეობით გამოაცხადა.

დაღუპულთა შორის ორი ქალი ჟურნალისტიც იყო, მათ შორის მაჰარამ დურანი „რადიო თავისუფალი ევროპიდან“. სააგენტო „ფრანს პრესმა“ ქაბულში თავისი მთავარი ფოტოგრაფის შაჰ მარაის სიკვდილი დაადასტურა. „რადიო თავისუფალი ევროპის“ ორი მამაკაცი თანამშრომელიც დაიღუპა.

ავღანეთის წამყვანმა ტელევიზია „1 ტივი ნიუსმაც“ ორი თანამშრომლის დაღუპვა დაადასტურა.

პირველი აფეთქების შემდეგ, რომელიც თვითმკვლელმა მოტოციკლისტმა უშიშროების ოფისთან მოახდინა, მაშველები და ჟურნალისტები ადგილზე მივიდნენ. მეორე თვითმკვლელმა თავი ჟურნალისტად მოაჩვენა და საკუთარ სხეულზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ყველაზე მეტი მსხვერპლი სწორედ მეორე აფეთქებამ გამოიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG