ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს დილით, ავღანეთის სამხედრო აკადემიაზე მომხდარ თავდასხმაში ავღანეთის ეროვნული არმიის 11 ჯარისკაცი დაიღუპა და 16 დაიჭრა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, დავლათ ვაზარის განცხადებით, ქაბულთან მდებარე ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტს 5 თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს. მათგან ორმა შესასვლელთან აიფეთქა თავი, დანარჩენებმა კი შენობაში შეჭრა სცადეს.

სამი თავდამსხმელიდან არმიის ჯარისკაცებმა ორი მოკლეს და მესამე წელზე შემორტყმული ასაფეთქებელი მოწყობილობიანად დააკავეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ავღანეთი ჯერ კიდევ უქმეებზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლს გლოვობდა, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG