ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო


ავღანელი ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ქაბულში, ირანთან კავშირის მქონე, შიიტური ისლამური კულტურული ცენტრის შენობაში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 84 კი დაიჭრა.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა თქვა, რომ დაღუპულთა შორის ოთხი ქალი და ორი ბავშვია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახრლმწიფომ“ აიღო. ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომელმაც კიდევ სამი ბომბი გამოიყენა.

შიიტურ სალოცავებზე და პროცესიებზე ადრინდელ თავდასხმებზეც პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

XS
SM
MD
LG