ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა იერიში ქაბულში მდებარე ტელევიზიის კერძო სადგურზე მიიტანეს. სულ ცოტა, 2 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.

დაშავებულთა უმეტესი ნაწილი ტელევიზიის თანამშრომელია. ისინი ავღანეთის დედაქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დღეს დილით, ტელესადგურზე "შამშად ტი-ვი" შეტევა ჯერ თვითმკვლელმა ტერორისტმა დაიწყო, შემდეგ კი შენობაზე იერიში თავდამსხმელთა მეორე ჯგუფმა მიიტანა, რომლის დროსაც აფეთქების ხმა კიდევ სამჯერ გაისმა. ავღანეთის სამართალდამცავებმა ტელესადგურს ალყა შემოარტყა, რის შემდეგაც ისმოდა ორმხრივი სროლის ხმა. წამყვანმა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა, მოგვიანებით კი ეთერში განცხადება გააკეთა, რომ ტელევიზიაზე იერიში შეწყდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG