ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა


საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children აცხადებს, რომ გუშინ ავღანეთის ოფისზე მომხდარი თავდასხმისას დაშავებული თანამშრომელი გარდაიცვალა. ქალაქ ჯალალაბადში ორგანიზაციის ოფისს შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფი დაესხა, დაღუპულია ოთხი ადამიანი,

„დადასტურდა რომ დაღუპული ჩვენი თანამშრომელია, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ოფისის დათვალიერებისას იპოვეს“, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG