ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიის სენატმა ერთსქესიან ქორწინებას ხმა მისცა


ავსტრალია ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას.

ქვეყნის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ორი კვირის წინ ეროვნულ გამოკითხვაში მხარი დაუჭირა ერთსქესიან ქორწინებას. ამის შემდეგ საკითხი ქვეყნის სენატში დამუშავდა და დღეს კანონპროექტი კენჭისყრაზე 43:12-ის წინააღმდეგ გავიდა.

კანონპროექტს კენჭი მხოლოდ მას შემდეგ ეყარა, რაც სენატორებმა უარი თქვეს დამატებებზე, რომლებიც ადამიანებს ერთი სქესის წყვილებისთვის პროფესიულ მომსახურებაზე უარის თქმას უკრძალავდა. ამაში შედის რელიგიური ჯგუფების მომსახურება, სამოქალაქო ადმინისტრაციული საქმეები და ბიზნესები, როგორიცაა მაგალითად, საცხობები, თუ ყვავილების მაღაზიები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG