ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელი ტერაქტებში ეჭვმიტანილს პარიზს გადასცემს


საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრო მოელის, რომ პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილის ბელგიიდან ექსტრადირება 10 დღის განმავლობაში განხორციელდება. საფრანგეთის პროკურატურა თვლის, რომ სალაჰ აბდესლამი 2015 წლის ნოემბრის ტერორისტული აქტების დროს თვითონაც ხალხმრავალ ადგილზე თავის აფეთქებას გეგმავდა, მაგრამ ბოლო მომენტში უკან დაიხია.

აბდესლამი ბელგიაში 18 მარტს ჩატარებული რეიდის შედეგად დააკავეს. ეჭვმიტანილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ექსტრადირების წინააღმდეგი არ არის. პარიზის ტერაქტებში 130 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG