ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის ულტრამემარჯვენეთა ლიდერმა მარინ ლე პენმა დღეს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ლე პენმა დღეს მისი ორგანიზაციის ეროვნული ფრონტის საპირველმაისო ტრადიციულ შეკრებაზე განაცხადა. თუმცა, ლე პენმა აღნიშნა, რომ მის მომხრეებს შეუძლიათ თავად გააკეთონ საკუთარი არჩევანი. მარინ ლე პენმა 22 აპრილს არჩევნების პირველ ტურში ხმათა 18 პროცენტი მიიღო. მეორე ტურში, რომელიც 6 მაისს გაიმართება, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტების კანდიდატი ფრანსუა ოლანდი გავიდნენ.

XS
SM
MD
LG