კვირას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ფრანგმა მოქალაქეებმა მთავრობის მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის, უმუშევრობისა და გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი პოზიცია და პრეზიდენტ სარკოზის ნაცვლად მის მეტოქეს დაუჭირეს მხარი. ფრანსუა ოლანდმა ხმების 52% მიიღო.

სოციოლოგიური გამოკითხვები სოციალისტ კანდიდატს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ მეორე ტურში.

არჩევნების წინასწარი მონაცემების გამოცხადების შემდეგ, ოლანდის გამარჯვების აღსანიშნავად სოციალისტური პარტიის შტაბბინას და ბასტილიის მოედანს ათასობით მომხრემ მიაშურა. ხალხმრავლობა იყო ოლანდის საარჩევნო შტაბში ქალაქ ტულშიც, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში დებარეობს. სწორედ აქ მიესალმა ახალი პრეზიდენტი თანამოქალაქეებს და წარმოსთქვა თავისი პირველი სიტყვა გამარჯვების შემდეგ. ოლანდმა თქვა, რომ ევროპა ყურადღებით აკვირდება საფრანგეთის მოვლენებს, და რომ მის გამარჯვებას ევროპის სხვა ქალაქებშიც აღნიშნავენ. ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გზავნილი ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობაა.