ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზი-ოლანდის ტელედებატები


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტური პარტიის ლიდერი ფრანსუა ოლანდი დებატებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კვირას დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ეს მათი უკანასკნელი შეხვედრაა. ექსპერტების აზრით გამარჯვების უფო მეტი შანსი ბატონ ოლანდს აქვს.
ოთხშაბათს გამართულ სატელევიზიო დებატებზე, მხარეებმა ერთმანეთის კრიტიკას დაუთმეს დრო. დაპირისპირების მთავარი თემა ეკონომიკური პოლიტიკა გახდა. ოლანდმა დაადანაშაულა სარკოზი უმუშევრობის ზრდის გამო, რომელიც საფრანგეთში 10%-ს შეადგენს. ამასთან, მან პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში ის რადიკალურ ცვლილებებს გაატარებს და გამოასწორებს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას.

XS
SM
MD
LG