ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზი მეორე ვადით არჩევისათვის ემზადება


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მეორე ვადით არჩევისათვის ემზადება. ექსპერტების თქმით, ბატონი სარკოზისათვის ეს არჩევნები საკმაოდ რთული იქნება.

ქვეყნის სათავეში ხუთწლიანი მმართველობის პერიოდი არც თუ სახარბიელო აღმოჩნდა სარკოზისათვის. ფრანგების უმეტესობა მას ადანაშაულებს, იმაში რომ დანაპირები არ შეასრულა. მან სამთავრობო ხარჯების შემცირება, სახელფასო განაკვეთის გაზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა არ განახორციელა. ექსპერტი ჯონ მერიმენი იელის უნივერისტეტიდან შემდეგს აღნიშნავს:

“პრეზიდენტი სარკოზი თავიდანვე მიჩნეული იყო, როგორც ეკონომიკური აღმავლობის კანდიდატი, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ამ მხრივ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. საფრანგეთში უმუშევრობის კვლავ მაღალი მაჩვენებელია, რაც სარკოზის წინააღმდეგ მუშაობს.”

უახლესი სტატისტიკის თანახმად, ახალგაზრდა ფრანგების 20 პროცენტი სამსახურის გარეშეა. ექსპერტი მერიმენის თქმით, სარკოზი, რომელიც ყოფილ სუპერ-მოდელ კარლა ბრუნიზეა დაქორწინებული, ხალხს ხელგაშლილი ცხოვრების სტილის გამო დაშორდა.

მიუხედავად ამისა, დომინიკ მოისი, საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის უფროსი მრჩეველი, სარკოზის მმართველობის დროს მიღწეულ გარკვეულ წარმატებებზე მიანიშნებს:

“ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამკლავება ერთ-ერთი დადებითი ნაბიჯია. ამასთანავე, არ უნდა დავივიწყოთ საპენსიო და საუნივერსიტეტო რეფორმაც და სპილოს ძვლის კუნძულებსა და ლიბიაში საფრანგეთის როლი, რამაც ამ ქვეყნებში სიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.”

მოისის განცხადებით სარკოზის მიმართვა ამომრჩევლებისადმი უბრალოებით გამოირჩევა:

“თქვენ მე გჭირდებით, დამეხმარეთ რომ გიშველოთ, ქარი თანდათან ქარიშხალში გადადის. თქვენ გამოცდილი ადამიანი გჭირდებათ; სხვა შემთხვევაში ყველა დანარჩენი კანდიდატი სიკეთეს ვერ მოგიტანთ, რადგან მათ სათანადო გამცდილება არ აქვთ რაც მე გამაჩნია. ”

სარკოზის კონკურენტი ფრანკო ჰოლანდი, სოციალისტური პარტიის წევრია. მას სამთავრობო პოსტი არასდროს სჭერია. ერთ-ერთი პერსტიჟული უნვერსიტეტის კურსდამთავრებული, 1980 წლიდან მოყოლებული მხოლოდ საფრანგეთის პარლამენტის წევრი იყო. დომინიკ მოისის შეფასებით:

“ჰოლანდი სოციალისტური პარტისს გენერალური მდივანი იყო. არაორდინალური ქცევის ადამიანმა ერთხელ ისიც კი განაცახადა: - “თქვენ ხმა იმიტომ უნდა მომცეთ რომ მე ნორმალური ვარ.” შედეგად ფრანგებმა მასში ნორმალურობის სანაცვლოდ არაადეკვატურობა უფრო დაინახეს. ის ქარიზმატული სულაც არა არის, თუმცა სერიოზული და მეგობრულია.”

ჰოლანდის პოლიტიკური პორგრამა მდიდრებისათვის საშემოსავლო გადასახედბის გაზრდას, საწვავზე ფასების ზრდის შეჩერაბას, სახელმწიფო დახმარების მომატებასა და 60,000 ახალი მასწავლებლის დაქირავებას ითვალისწინებს.

სარკოზისა და ჰოლანდის გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტობის პოსტზე კიდევ 8 კანდიდატი იყრის კენჭს; მათ შორისაა მემარცხენე მარინე ლი პენი, მემარჯვენე ჟან-ლუკ მელენჩონი და ცენტრისტი ფრანკო ბაუერი. არც ერთ მათგანს იმედი არ აქვს, რომ კვირას დანიშნულ წინასარჩევნო ეტაპის პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობის 50 პროცენტს მოაგროვებს. ის კანდიდატები, რომლებიც ამომრჩეველთა მეტ მხარდაჭერას მოიპოვებენ, ერთმანეთს პირისპირ უკვე 6 მაისს, მეორე რაუნდში შეხვედბიან.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, სავარაუდოდ ამის შანსი მხოლოდ სარკოზისა და ჰოლანდს ექნება და თუ გამოკითხვის შედეგებს დავუჯერებთ, მაშინ ფრანკო ჰოლანდი საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი გახდება.

XS
SM
MD
LG