ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

4 ყირიმელი თათარი რუსეთში ექსტრემიზმისთვის გაასამართლეს


რუსეთის სასამართლომ ოთხ ყირიმელ თათარს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი აკრძალული ისლამური ჯგუფის წევრობაში და ექსტრემიზმში ედებათ.

უფლებადამცველები გაერთიანება "ყირიმული სოლიდარობის" ცნობით, დონის როსტოვის სასამართლომ 16 აგვისტოს რუსლან მესუტოვს და ლენურ ხალილოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსლან ნაგაიევს - 13 წლით, ელდარ კანტიმიროვს კი - 12-ით. ოთხივე მსჯავრდებული 2019 წლის ივნისში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მათი საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს.

უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს აუძულოს რუსეთის ფედერაცია შეწყვიტოს უსაფუძვლო დაკავებები და უკარინის მოქალაქეების უკანონო გასამართლება.

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა და მას შემდეგ რუსეთის მიერ მართულმა ხელისუფლებამ ათობით ყირიმელი თათარი ისლამისტური ჯგუფის "ჰიზბ უტ-ტაჰრირის" შესაძლო წევრობისთვის გაასამათლა. უფლებადამცველები და და დასავლეთის ლიდერები გმობენ "რეპრესიის კამპანიას" ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომლის სამიზნეც ყირიმელი თათრების თემი და ის ადამიანები არიან, ვინც მოსკოვის მიერ უკრიანის ტერიტორიის ანექსიის საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამენ. ჯგუფი კი, რომლის წევრობაც გასამართლებულებს ბრალდება, უკრაინაში ლეგალურად ფუნქციონირებს, რუსეთი კი მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ყირიმის ნახევარკუნძულზეც ანექსიის შემდეგ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG