აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ასევე, ამ ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია, მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის საშიშროებას ქმნის.
მაიკ პომპეო შეშფოთებით აღნიშნავს ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას ყირიმში, ისევე, როგორც იქ მედიის, სამოქალაქო სექტორისა და რელიგიური უმცირესობების შექმნილ კრიტიკულად მწვავე სიტუაციას. სახელმწიფო მდივანი ხელახლა გმობს რუსეთის მოქმედებებს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში და ამასთან აცხადებს, რომ აშშ სანქციებს შეინარჩუნებს რუსეთის წინააღმდეგ იმ დრომდე, ვიდრე ეს უკანასკნელი ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს და მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს.