ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია - ბლინკენი


უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, პირობა დადო, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას.

„მე აქ ვარ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, - პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელით, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პრტნიორობისადმი მტკიცე ერთგულება დავადასტურო. ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი.“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, ამერიკელ კოლეგასთან შეხედრისას, ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, უკრაინის ნომერ პირველ მოკავშირედ მოიხსენია.

ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. რუსეთის ქმედება დასავლეთის მთავრობების შეშფოთებას იწვევს. კრემლი კი აცხადებს, რომ სამხედრო ძალების მობილიზება სამხედრო წვრთნებს უკავშირდებოდა და აპრილის ბოლოს ისინი ბაზებზე დაბრუნდებოდნენ.

უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრამდე, ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს შეხვდა.

სახელმწიფო მდივანმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ არ აღიარებს 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას და მოუწოდებს რუსეთს, ანქესირებული ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს.

ბლინკენი, ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვადლებულებები. რუსეთი 2014 წლიდან მხარს უჭერს დონბასის რეგიონში მოქმედ პრორუს სეპარატისტებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, „უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკური აღმავლობისა და ევროატლანტიკური მომავლის“ მთავარ გასაღებად, უკრაინის ინსტიტუციების რეფორმებს მიიჩნევს.

უკრაინაში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 4.6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG