ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი შვიდეულის შეხვედრა


Britain G7
Britain G7

ლონდონში, დღეს დატვირთული დღის წესრიგით, დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა იმართება. განსახილველ საკითხებს შორისაა საფრრთხე ჩინეთიდან და რუსეთიდან, სამხედრო გადატრიალება მიანმარიში, სირიის კონფლიქტი და ვითარება ავღანეთში,

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდი შვიდეულის შეხვედრაზე დომინიკ რააბი „დისკუსიებს წარმართავს გეოპოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს.“

თავად მინისტრი კი აცხადებს, რომ შეხვედრა დემოკრატიული საზოგადოებების ერთიანობის დემონსტრირების შესაძლებლობაა იმ დროს, როცა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების მოსაგვარებლად ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველ პირს გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პირისპირ შეხვდა.

„ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ენტონი ბლინკენმა.

შეხვედრის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ „ავტორიტარული სახელმწიფოები“ მთელ მსოფლიოში „ცდილობენ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ“ და რომ გახშირდა საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

„მნიშვნელოვანია, რომ მათ გაერთიანებულად და სარწმუნოდ დავუპირისპიროთ დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, ადამიანის უფლებებისა და წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის ჩვენეული ღირებულებები,“ თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG