ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი რუსეთიდან ახალი ანექსიის საფრთხეზე საუბრობს


„დიდი პრობლემა“ და პირველი ნაბიჯი ანექსიისკენ - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი რუსეთის მიერ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, დონეცკსა და ლუჰანსკში რუსული პასპორტების გაცემას.

„ეს ნამდვილად პირველი ნაბიჯია, რადგან ასეთი რამ ერთხელ უკვვე მოხდა ყირიმში, როცა მოსახლეობას რუსული პასპორტები გადაეცა“ - აცხადებს პრეზიდენტი.

ზელენსკიმ, პრეზიდენტის თანამდბებობაზე ყოფნის მეორე წლისთავთან დაკავაშირებით, მასშტაბური პრეს კონფერენცია გამართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტებად კვლავ რჩება დონბასის კონფლიქტის გადაჭრა, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის „დე ოკუპაცია“ და ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა.

საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, 2019 წლის აპრილიდან დღემდე, დონბასში 527 000-ზე მეტი რუსული პასპორტი გაიცა.

ზელენსკი აცხადებს, რომ მის მთავრობას აქვს დონბასში კონფლიქტის გადაჭრის გეგმა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ამ საკითხების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართოს კონფლიქტის ზონაშივე, ან „ნეიტრალურ ტერიტორიაზე.“

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის დასავლელ პარტნიორებს და მოუწოდებს მათ, განაგრძონ კრემლზე ზეწოლა.

„მე მოლაპარაკებები გავმართე საფრანგეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან და მათ მხარდაჭერას ვგრძნობ... ვფიქრობ, ისინი რუსეთის მიმართ თავიანთ პოზიციას ოდნავ არბილებენ... ეკონომიკური ვითარებისა და თავიანთ ქვეყნებში შიდა ზეწოლის გამო.“ -განაცხადა ზელენსკინ სამსაათიანი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას.

ამასთან, ზელენსკიმ შეშფოთება გამოთქვა იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ვაშინგტონი გეგმავს სანქციები მოხსნას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე მომუშავე კომპანიების წინააღმდეგ. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ქმნის რისკს, კრემლს „სერიოზული გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანოს“. ასევე შექმნას რეგიონში „ძალაუფლებისა და გავლენის ახალი გადანაწილება”.

XS
SM
MD
LG