ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები, რომლებმაც ნობელის პრიზი აიღეს 


ნობელის პრემიის ლაურეატობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და საპატიო წოდებად მიიჩნევა. ის ყოველწლიურად როგორც ინდივიდებს ასევე ორგანიზაციებს გადაეცემა. ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიალი 10 დეკემბერს იმართება ხოლმე, იმ დღეს, როდესაც ფილანტროპი ალფრედ ნობელი გარდაიცვალა.

5 ჯილდოს სხვადასხვა დარგში იღებენ ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებსაც ალფრედ ნობელის 1895 წლის ანდერძის თანახმად, "წინა წელს კაცობრიობის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს". ასეთი ადამიანებისა და ორგანიზაციების რაოდენობა 2 000-ს არ აღემატება, ეს იმის გამოც, რომ ხშირად ჯილდოს ერთიდაიგივე პირები იღებენ. პირველად ნობელის პრიზი 1901 წელს გადაეცათ, 5 წლის თავზე რაც ალფრედ ნობელი გარდაიცვალა.

ვინ იყო ალფრედ ნობელი?

ალფრედ ნობელი შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელი იყო. ის 1833 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა. წლების განმავლობაში ნობელმა სხვადასხვა გამოგონებით გაითქვა სახელი. თუმცა 300-ზე მეტი გამოგონებიდან ნობელის ყველაზე ცნობილ გამოგონებად დინამიტი სახელდება. ნობელი წარმატებული კარიერის შემდეგ 1896 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა. 63 ლის ნობელმა ბოლო დღეები იტალიაში, ქალაქ სან-რემოში გაატარა.

ნობელის გარდაცვალებიდან მალევე ცნობილი გახდა მისი ანდერძის შინაარსი, სადაც ის ამბობდა, რომ თავისი ქონების 94 პროცენტს უთმობდა სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებს. ამისთვის კი ის სპეციალური ფონდის დაარსებას ითხოვდა, რომლითაც ყოველწლიურად ღირსშესანიშნავი ადამიანები დაჯილდოვდებოდნენ. მისი ანდერძის აღსრულება დაგვიანდა. ნობელის პრემიის პირველი საზეიმო ღონისძიება 1901 წელს გაიმართა.

ვინ იყო პირველი მთავრობის მეთაური რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო?

მშვიდობის დარგში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემია პირველად მსოფლიოში ამერიკის 26-ე პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს გადაეცა, 1906 წელს. ისტორიული წყაროების მიხედვით, პრიზი პრეზიდენტმა რუზველტმა რუსეთსა და იაპონიას შორის წარმატებული მოლაპარაკებების ინიციატივისთვის მიიღო. რამდენიმეკვირიანი რთული მოლაპარაკება 1905 წელს სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა.

მსოფლიო ისტორიაში მეორე პრეზიდენტი, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, ამერიკის 28-ე პრეზიდენტი ვუდრო უილსონი იყო. 1919 წელს მას პრიზი ერთა ლიგის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

ჟურნალისტები მშვიდობისთვის - ნობელის პრემია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:40 0:00

მომდევნო წლებში ნობელის პრემიის ლაურეატობა არაერთ მთავრობის მეთაურს მიენიჭა. მათ შორის იყო შვედეთის პრემიერ მინისტრი კარლ იალმარ ბრანტინგი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, გერმანიის კანცლერი უილი ბრანდტი, ასევე ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ ალ-სადათი, ისრაელის მეექვსე პრემიერ-მინისტრი მენახემ ბეგინი, კოსტა-რიკის პრეზიდენტი ოსკარ არიას სანჩესი.

1990 წელს კი პირველად და უკანასკნელად მსოფლიო მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემია გადაეცა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელს მიხეილ გორბაჩოვს. არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთ საბჭოთა კავშირის და შემდეგ უკვე რუსეთის ფედერაციის მმართველს ნობელის პრემია არ მიუღია.

1991 წელს მსოფლიო მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამხრეთ ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ნელსონ მანდელას. ის ამ დროისთვის ჯერ პრეზიდენტის თანამდებობას არ იკავებდა. ლიდერთა სია საკმაოდ გრძელია და ის 29 მაღალი თანამდებობის პირისგან შედგება. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები. 29 ქვეყნის მეთაურს შორის ყველაზე ხშირად ჯილდო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს აქვთ მიღებული.

მსოფლიო მშვიდობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნობელის პრემიით დაჯილდოებული ამერიკის პრეზიდენტების სია 1919 წლის შემდეგ ჯიმი კარტერმა გააგრძელა. ამერიკის 39-ე პრეზიდენტს საპატიო ჯილდო 19 წლის წინ, 2002 წლის 11 ოქტომბერს გადაეცა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვიდან 21 წლის თავზე. ნობელის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარემ 2002 წელს თქვა, რომ პრეზიდენტი კარტერი ჯერ კიდევ 1978 წელს უნდა დაჯილდოებულიყო მსოფლი მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის. სწორედ 1978 წელს ამერიკის 39-ე პრეზიდენტის ჩარევითა და შუამავლობით წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევრიპტესა და ისრაელს შორის, მაშინ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას შემდეგ ნობელიერ პრემია არცერთ ამერიკის პრეზიდენტს არ მიუღია. თუმცა, პრიზი 2011 წელს ლიბერიის პრეზიდენტს, 2016 წელს კოლუმბიის პრეზიდენტს და 2019 წელს ეთიოპიის პრემიერ-მინისტრებს გადაეცათ.

ნობელის პრემია, რომელიც თავდაპირველად ლოკალური უნდა ყოფილიყო, მალევე იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ჯილდოდ. მას ყოველწლიურად მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურებით გამორჩეული ადამიანები იღებენ. ტრადიცია უკვე 120 წელს ითვლის და ისტორია დღესაც გრძელდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG