ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსოფლიო სურსათის პროგრამამ მიიღო


2020 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP) მიიღო. პროგრამას პრიზი მოსფლიოში შიმშილის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯებისთვის გადაეცა.

ნობელის კომიტეტის ნორვეგიელმა თავმჯდომარემ ბერიტ რეის-ანდერსონმა, განცხადა, რომ პროგრამას პრიზი გადაეცა "მისი მცდელობებისთვის შიმშილთან საბრძოლველად, მისი მონაწილეობისთვის კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე სიმშვიდის აღდგენაში და შიმშილის, როგორც ომის იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში".

მშვიდობის დარგში გაცემული პრემია ამ კვირაში რიგით მეექვსეა, რომელიც კომისიამ გასცა. თითოეული მათგანის ჯილდო 1.1 მილიონი დოლარი და ოქროს მედალია.

ლიტერატურაში ნობელის პრემია ამერიკელმა პოეტმა ლუიზ გლაკმა მიიღო "შეუცდომელი პოეტური ხმისთვის, რომელიც მარტივი სილამაზით თითოეული ინდივიდის არსებობას უნივერსალურს ხდის".

პრიზი უკვე გაიცა ქიმიაში, რომელიც ორ მეცნიერს გენომის მოდიფიცირების მეთოდის შექმნისთვის გადაეცა.

ფიზიკაში ჯილდო კი სამმა მეცნიერმა აიღო, მათი ბოლოდროინდელი აღმოჩენებისთვის შავ ხვრელებთან დაკავშირებით.

ასევე, სამ მეცნიერს გადაეცა პრიზი მედიცინაში, ცე ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის.

ვინ გახდება ეკონომიკის დარგში ნობელის პრიზის მფლობელი, ამის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG