ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი გარდაიცვალა


86 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი.

დილით საფრანგეთის პარლამენტში, ყოფილი პრეზიდენტის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. მოგვიანებით, სიტყვით გამოვა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

ვეტერანი პოლიტიკოსი 18 წლის განმავლობაში ჯერ პარიზის მერი იყო, შემდეგ პრემიერ-მინისტრი, ბოლოს კი ფრანგმა ხალხმა ის პრეზიდენტად აირჩია.

ის ისტორიაში ბევრი გადაწყვეტილებისა და ფაქტის გამო შევა. მათ შორისაა ისიც, რომ ის იყო პირველი ფრანგი პოლიტიკოსი, რომელმაც აღიარა თავისი ქვეყნის როლი ჰოლოკოსტში. მან ამის შესახებ 1985 წელს სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა.

ის ასევე დაამახსოვრდებათ, როგოროც აქტიური მოწინააღმდეგე 2003 წელს, ამერიკის ჯარების შეყვანისა ერაყში.

საფრანგეთში მის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობდა. 2002 წელს მან მარტივად მოუგო არჩევნები მარი ლეპენს, რასაც ბევრი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ხმის მიცემას უფრო უწოდებდა.

ჟაკ შირაკმა თანამდებობა 2007 წელს დატოვა.

2011 წლის 15 დეკემბერს, პარიზის სასამართლომ ჟაკ შირაკი სახელმწიფო სახსრების არასათანადო ხარჯვაში და საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG