ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟაკ შირაკი სასამართლოს წინაშე


ჟაკ შირაკი სასამართლოს წინაშე
ჟაკ შირაკი სასამართლოს წინაშე

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. მას პარიზის მერის პოსტზე ყოფნის დროს 1977-დან 1995 წლამდე საზოგადოებრივი თანხების გაფლანგვაში ედება ბრალი. კერძოდ, ბრალდების თანახმად ჟაკ შირაკმა ქალაქის ადმინისტრაციის და სამშენებლო კომპანიის კუთვნილი თანხები თავისი მეგობრებს და მოკავშირეებს არარსებული სამუშაოსთვის გადაუხადა. ასევე ბრალდების მიხედვით, ჟაკ შირაკმა ქალაქის კუთვნილი თანხები საკუთარი პოლიტიკური აქტივობისკენ მიმართა. დღეს თავად ბატონი შირაკი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. ის მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. გუშინ რადიო „ევროპა ერთის“ ეთერში გამოსვლისას, ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ ის ისევე კარგად გამოიყურება როგორც მოსალოდნელი იყო.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კი მას 10 წლიანი პატიმრობა და 210 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა უწევს. ჟაკ შირაკი 78 წლისაა. მას ბრალდებისგან 1995 დან 2007 წლამდე საპრეზიდენტო იმუნიტეტი იცავდა.

ფრანგული მედის ცნობით, მას შესაძლოა ალცაიმერის დაავადება ქონდეს, რასაც შირაკის მეუღლე კატეგორიულად უარყოფს.

XS
SM
MD
LG