ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟაკ შირაკს კორუფციასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მოელის



საფრანგეთის მაგისტრატის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ჟაკ შირაკს კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესზე წარდგომა მოუწევს. ბრალდება გასული საუკუნი სამოცდაათიანი წლებიდან ოთხმოცდაათიანებამდე ეპოქას მოიცავს, როდესაც შირაკი პარიზის მერის მოვალეობას ასრულებდა. თუმცა პროკურატურა აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ დამაჯერებელი სამხილები არ მოიპოვება.შირაკს ბრალი ედება პარიზის მერიაში ოცდათხუთმეტი რეალურად არარსებული სამუშაო ადგილის შექმნაში.„მოსამართლის განკარგულება შირაკის კონსერვატიული წრის წინააღმდეგ წამოწყებული კაპანიის ნაწილს წარმოადგენს. შირაკის ორ პრემიერ-მინისტრს ალენ ჟუპესა და დომინიკ დე ვილეპინს სხვადასხვა ბრალდებებით უკვე მოუწიათ სასამართლოს წინაშე წარდგომა. ხოლო ყოფილ შინაგან საქმეთა მინისრ შარლ პასკუას კი მიმდინარე კვირას დასრულებულ სასამართლო პროცესზე პატიმრობა მიუსაჯეს". ამბობს ჟაკ შირაკის ყოფილი მრჩეველი ჟან-ფრანსუა პრობსტი.


XS
SM
MD
LG