ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დააკავეს


ბელარუსის ხელისუფლება განაგრძობს პროდემოკრატიული მოძრაობისა და აქტივისტების დაკავებას და შევიწროებას. პოლიციამ 12 აგვისტოს გასული წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ანდრეი დზმიტრიუ დააკავა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" მისმა კოლეგამ შეატყობინა, სამოქალაქო მოძრაობა "თქვი სიმართლის" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.


ტატსიანა კარატკევიჩმა თქვა, რომ დზმიტრიუს დაკავების კონკრეტული მიზეზი და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. დაკავებამდე ერთი დღით ადრე პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურებმა მისი და ერთ-ერთი ოპოზიციური ინიციატივის 20-მდე წევრის სახლები გაჩხრიკა, მათი დიდი ნაწილი დააკავებულია. მათ შორის ბელარუსის ყოფილი ელჩი სლოვაკეთში, იჰარ ლიაშჩენია, რომელიც საზოგადოებრივ პროტესტს ღიად უჭერდა მხარს და აგვისტოს 2020 წლის შედეგებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევდა.

მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს 12 აგვისტოს დაკავებულთა ადგილმდებარეობის დადგენას, ამბობს, რომ ლიაშჩენია სხვა ათობით პირთან ერთად მინსკის ცნობილ "აკრესტსინას" დაკავების ცენტრშია გადაყვანილი. კონკრეტული ბრალი კი, რის გამოც ისინი არიან დაკავებულები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ლიაშჩენიას 2020 წლის სექტემბერში ლუკაშენკომ დიპლომატიური სტატუსი ჩამოართვა და პოზიციიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზად კი "შეუსაბამო ქმედება" დასახელდა. თავად ლიაშჩენია ელჩის პოსტიდან 18 აგვისტოს თავად გადადგა და სამოქალაქო მოძრაობას, რომელიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა, მხარი დაუჭირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG