ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელოვნურად შექმნილი კოღოები დაავადებების გავრცელების შესამცირებლად 


ფლორიდის შტატში ცდა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც კოღოების მეშვეობით დაავადებების გავრცელების შემცირებაა. საუბარია იმ დაავადებებზე, რომლებსაც როგორც წესი, მდედრი კოღოები ავრცელებენ. ესენია: დენგეს ცხელება, ყვითელი ცხელება და ზიკა.

გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების შექმნაზე მუშაობა კომპანიებმა "იქქიტეკმა" და "ფლორიდა კის კოღოების კონტროლის ცენტრმა" ერთობლივად დაიწყეს და შექმნეს "მამრი კოღოები". მკვლევარები ამბობენ, რომ დაავადებების გამავრცელებლები ძირითადად, მდედრობითი სქესის კოღოები არიან. ხელოვნულად შექმნილმა კოღოებმა უნდა შეძლონ დაავადების გამავრცელებელი კოღოების გამრავლების აღკვეთა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილი კოღოები მდედრობითი სქესის კოღოს პოპულაციის გენეტიკას შეცვლიან და დაავადებების გავრცელებას შეამცირებენ.

კვლევის შედეგების თანახმად, გენმოდიფიცირებულ კოღოს სახეობასთან შეჯვარების შედეგად გამოჩეკილი მდედრობითი სქესის კოღოები მალევე დაიხოცებიან და დაავადებებს ვერ გაავრცელებენ.

მკვლევარებმა გადაუდებელი ექსპერიმენტალური გამოყენების ნებართვა უკვე მიიღეს, იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ბევრი უპასუხო კითხვა აქვს. ფლორიდელების ნაწილი ცდებს არ ენდობა. ახლა ორივე კომპანია ცდილობს იდეა სისრულეში მოიყვანოს მოსახლეობას კი ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოები ყუთში სპეციალური დანადგარის მეშვეობით იზრდებიან, რის შემდეგაც მათი გაშვება ხდება. კოღოების გამრავლებას, დაახლოებით, 2 კვირა სჭირდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG