ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CDC: ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები "რეალურ ცხოვრებაში" მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა


ორშაბათს, "ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა" (CDC), ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ფაიზერ-ბიონტექისა და მოდერნას ვაქცინები მაღალ ეფექტურონას აჩვენებს ”რეალურ სამყაროში” COVID-19 პრევენციისთვის.

კვლევა ექვს შტატში 14 დეკემბრიდან 13 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და დაახლოებით 4,000-ს ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულს მოიცავდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ინფექციის რისკი ერთი დოზის გაკეთების შემდეგ 80 პროცენტით და ორი დოზის მიღების შემდეგ 90 პროცენტით შემცირდა.

CDC-ის დირექტორმა, რაშელ ვალენსკიმ თქვა, რომ კვლევის მიხედვით, ვაქცინები ეფექტურია არამხოლოდ სიმპტომური, არამედ ასიმპტომური ინფექციების თავიდან ასაცილებლადაც. მან ამ ამბავს "საოცრად გამამხნევებელი უწოდა". თუმცა, თავისსავე გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანაში ზოგიერთ შტატში, პირბადის სავალდებულო ტარების წესის მოხსნისა და გახშირებული მოგზაურობის გამო, იზრდება ინფექციების რიცხვიც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური, საშუალო მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა და დღეში, დაახლოებით, 700,000 შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში 4%-ითაა გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის, ხოლო 3%-ით გარდაცვალების მაჩვენებლები.

CDC-ის მონაცემებით ქვეყანაში სრულადაა აცრილი 51 მილიონი ადამიანი, ხოლო ერთი დოზა მიღებული აქვს 93 მილიონზე მეტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG