ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრია რუსული ვაქცინის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს


ავსტრია, რუსეთთან მილიონი დოზა „სპუტნიკ ვის“ შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ კანცლერ სებასტიან კურცის ოფისმა განაცხადა. რუსულ ვაქცინას, მედიცინის ევროპული სააგენტოს მიერ დამტკიცებული ჯერ არ არის.

ავსტრიის კონსერვატორ კანცლერს, ოპოზიცია კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს იმის გამო, რომ მან ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ შეიძინა.

„ვაქცინებთან დაკავშირებით, გეოპოლიტიკური საკითხები არ უნდა არსებობდეს. ერთადერთი, რაც ანგარიშგასაწევი უნდა იყოს ისაა, არის თუ არა ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხო“ - ამბობს კანცლერი მისივე ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანცლერის განცხადებაში აღარ იყო ხაზგასმული, რომ ქვეყანა მხოლოდ ევროპული მარეგულიერებლის მიერ დადასტურებულ ვაქცინას გამიყენებს.

„Sputnik V” გამოყენებისთვის 58 ქვეყანაშია დამტკიცებული. ყველაზე ბოლოს მას ავტორიზაცია მალიმ მიანიჭა.

ორმა ევროპულმა ქვეყანამ, უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსული ვაქცინის დოზები შეიძინა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ უნგრეთმა დაიწყო. სლოვაკეთში რუსული ვაქცინის გამოყენების საკითხი იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ პოლიტიკურ კრიზისს იწვევს.

რუსული ვაქცინის მწარმოებელთან, სამომავლო შესყიდვის შესახებ ხელი მოაწერა იტალიის კამპანიას რეგიონმაც. თუმცა, შეთანხმების მიხედვით, იტალიური რეგიონი რუსულ ვაქცინას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ მას ავტორიზაციას ევროპული მარეგულირებელი მიანიჭებს.

ვაქცინა გასული წლის აგვისტოში რუსეთმა ისე დაამტკიცა, რომ კლინიკური კვლევების საბოლოო შედეგებს არ დალოდებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG