ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"შესაძლოა "სინოვაკით" ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი დადგეს" - ჯანდაცვის სამინისტრო


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ "სინოვაკით" ვაქცინაციის დაწყების გადაწყვეტილება, ჯანსაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე დაიწყონ.

,,სინოვაკთან“ მიმართებაში გვქონდა შეთანხმება მის მომწოდებლებთან და ექსპერტების ჯგუფებთან, რომ ჯანმო-ს ავტორიზაცია იქნებოდა ჩვენთვის გამშვები მექანიზმი “სინოვაკთან” მიმართებაში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ვადებზე, რა ვადა დასჭირდება ჯანმო-ს „სინოვაკის“ ავტორიზაციისათვის. შესაძლოა, ჩვენ მოგვიხდეს ამ გადაწყვეტილების რევიზია და დამატებითი მექანიზმის შემოტანა იმისათვის, რომ „სინოვაკის“ გამოყენებაც დროულად შევძლოთ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა დადებითი შუალედური დასკვნა და მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის სარგებელზე, ამდენად, მიმდინარე ეპიდემიური რისკებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. მომდევნო დღეებში ვაქცინაციის საბჭო ისევ დაუბრუნდება „სინოვაკის“ საკითხს და როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია დასასრულს მიუახლოვდება, შეიძლება დადგეს „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი. ჯანმო მიმდინარე პერიოდში აქტიურად განიხილავს ორივე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს და შესაძლოა ამანაც მოუსწროს “სინოვაკს”, ვიდრე მას გამოვიყენებთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

www.stopcov.ge - ზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ამ დროსთვის საქართველოში სულ აცრილია - 47 949 ადამიანი. დღიურად აცრილია - 2 564.

ამავე ვებ გვერდზე განთავსებული მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 315 913, ბოლო 24 საათში - 2171
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 296 532, ბოლო 24 საათში - 1 074
  • მათ შორის გარდაცვლილი - 4 207, ბოლო 24 საათში - 24
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27 648, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 912, PCR ტესტით - 11 736
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,85%, ბოლო 14 დღის - 5,33%, ბოლო 7 დღის - 6,27%
  • სულ აცრილია - 47 949, დღიურად აცრილია - 2 564
  • კარანტინის რეჟიმში - 84
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 289
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 744

Facebook Forum

XS
SM
MD
LG