ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში კოვიდ-19-ის ვაქცინის 245 მილიონზე მეტი დოზა უკვე ადმინისტრირებულია


შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის 245 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზის ადმინისტრირება მოხდა, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით.

სააგენტო აცხადებს, რომ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს 147 მილიონ ადამიანს და 104 მილიონი კი სრულად ვაქცინირებულია.

ცენტრის ინფორმაცია მოიცავს „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინებს, ასევე „ჯონსონსა და ჯონსონს“, რომლის გამოყენებაც ცოტა ხნის წინ დროებით იქნა შეჩერებული.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ისინი, ქვეყნის შიგნით ვაქცინაციის პროცესის წარმატებით მართვის პარალელურად, განიხილავენ გეგმას, თუ როგორ დაეხმარონ სხვა ქვეყნებს.

ცოტა ხნის წინ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა რეკომენდაცია გასცა, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლო ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილება. თუმცა პირბადეებზე ფედერალური მანდატი ამ დრომდე მოქმედებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG