ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ასტრაზენეკას" ვაქცინის ახალი რეგულაციები


ვაქცინაციის ცენტრი ბუქარესტში, რუმინეთი

რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეცვალა "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის ადმინისტრირების წესი. ახალი გზამკვლევი მათ მას შემდეგ შემოიღეს, რაც ოთხშაბათს, ევროკავშირის მარეგულირებმა ძალზე იშვიათ და შესაძლო ფატალურ თრომბოზთან კავშირზე ისაუბრა.

ბრიტანეთი, სადაც ვაქცინა ბრიტანულ-შვედური კომპანიის "ასტრაზენეკა" და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შეიქმნა, აცხადებს, რომ ზრდასრულებს 30 წლამდე სხვა ალტერნატივას შესთავაზებს. ოქსფორდის უნივერსიტეტში შეწყდა "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე" მიმდინარე კვლევა, რომელშიც ბავშვები და მოზარდები მონაწილეობდნენ.

"როიტერი" იუწყება, რომ ესპანეთი და ფილიპინები ამ ვაქცინას მხოლოდ 60 წლის ზევით მყოფ ადამიანებზე გამოიყენებენ. "ვაშინგტონ პოსტი" კი წერს, რომ მსგავსი რეგულაცია იტალიამაც შემოიღო.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) ოთხშაბათს განაცხადა, რომ თრომბოზები "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის აბრევიატურაზე ჩამონათვალში უნდა იყოს, როგორც მისი ძალზე იშვიათი თანმხლები მოვლენა. თუმცა, ევროკავშირის მარეგულირებელი კვლავ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ვაქცინის საერთო სარგებელი ბევრად აღემატება ნებისმიერ რისკს.

მთელ ევროპაში "ასტრაზენეკას" 34 მილიონზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული. თრომბოზის იშვიათი ფორმა 90-მდე ადამიანში განვითარდა და მასთან ასოცირდება სიკვდილის 18 შემთხვევა.

"ასტრაზენეკას" ვაქცინამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ბრიტანეთში ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის დრამატულად კლების საქმეში. მას კვლავ კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება როგორც ევროპის იმუნიზაციის სტრატეგიაში, ისე გლობალურ კამპანიაში, რაც ღარიბი ქვეყნების დახმარებას ითვალისწინებს. "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინა გაცილებით იაფი და იოლად შესანახია, ვიდრე დასავლეთში დამტკიცებული "ფაიზერ-ბიონტექის" და "მოდერნას" კონკურენტი ვაქცინები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG