ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსთავი 2" - ისთვის ბრძოლას დვალი და აქიმიძეც იწყებენ


მარცხნიდან მარჯვნივ: ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი
მარცხნიდან მარჯვნივ: ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, რომლებიც „რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლები იყვნენ, ტელეკომპანიის დასაბრუნებლად ქიბარ ხალვაშთან სასამართლო დავის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ისინი სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე შეიტანენ. დვალის და აქიმიძის ინტერესების დამცველის, იურისტ კახა კოჟორიძის თქმით, სარჩელის მიზანია, თანადამფუძნებლებმა დაიბრუნონ ის, რაც უკანონოდ წაართვეს - „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი.

მათი მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იქნება, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. მოპასუხე ასევე იქნება პაატა კარსანიძე, რომელმაც 2004 წელს ორი თანადამფუძნებლის, დვალის და აქიმიძის წილი შეიძინა და შემდეგ, ერთ დღეში გაყიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG