ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მთავარი" ეთერში სექტემბრის დასაწყისში გავა


„მთავარი“ ეთერში სექტემბრის დასაწყისში გავა. „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის და ამჯერად უკვე „მთავარი“ არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ახალი არხი მაუწყებლობას იმაზე მალე დაიწყებს, ვიდრე ამას ყველა ელოდა.

გვარამიას ინფორმაციით, „მთავარი“ დროებით ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან დაიწყებს მაუწყებლობას.

ახალი ტელეარხის საინფორმაციო გამოშვების სახელი „მთავარი ამბები“ იქნება და ის ეთერში საღამოს 9 საათზე გავა.

ტელეკომპანია "მთავარი არხი" ნიკა გვარამიამ დააფუძნა და 17 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ის საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. მის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩანს, რომ ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე.

რეესტრში გატარებული დოკუმენტის თანახმად, "მთავარის არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი კი ირაკლი ნიჟარაძე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG