ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეწყვეტილი საინფორმაციო გამოშვება - "კურიერი" წამყვანებმა დატოვეს


"რუსთავი2"-ს ჟურნალისტები ტოვებენ
"რუსთავი2"-ს ჟურნალისტები ტოვებენ

პირველად "რუსთავი2"-ის ისტორიაში, ყველაზე ხანმოკლე "კურიერი" რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა არხიდან წასვლის შესახებ განცხადება მთავარი საინფორმაციო გამოშვების მსვლელობისას გააკეთეს. "კურიერი 9 საათზე," 4 წუთსა და 44 წამში დასრულდა. ახლა კი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში სერიალი გადის.

"მე დიანა ჯოჯუა აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული ვერცერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერანაირი გამართლებით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა," განაცხადა პირდაპირ ეთერში კურიერის წამყვანმა, დიანა ჯოჯუამ.

"რუსთავი2" ჟურნალისტებმა პირდაპირი ეთერის დროს დატოვეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:10 0:00

არხის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა მიხეილ სესიაშვილმაც. მანამდე კი, რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, სამსახურიდან გაათავისუფლა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. ასევე გიორგი ლაფერაშვილი, ტელეწამყვანები ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG