ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეისბუკი და ამომრჩეველთა აქტივობა


პროფესორმა ჯეიმს ფაულერმა სოციალურ მედიაზე კვლევა ფეისბუკის სამეცნიერო ინფორმაციის ჯგუფთან ერთად ჩაატარა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ექსპერტები აღარ დაობენ იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ სოციალური მედიის საშუალებით ბარაკ ობამა პრეზიდენტი გახდა 2008 წელს. სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა ორი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოქმედი რეჟიმის დამხობა 2010 წელს. ახლა, მკვლევარები ამბობენ, რომ სოციალურ მედიას კიდევ უფრო მეტი ეფექტის მოხდენა შეუძლია არჩევნების შედეგებზე, სხვანაირად კი მას ელექტორატის მობილიზება და საარჩევნოდ ხმის მიცემის პროცესში ადამიანების გაზრდაზე შეუძლია იმოქმედოს.

ახალი ანგარიში ჟურნალ „ნეიჩარში“ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, 2010 წელს, ამერიკის კონგრესის არჩევნებში ერთი მილიონი ადამიანიდან ერთმა მესამედმა არჩევნებში მონაწილეობა სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებული ერთადერთი გზავნილის გამო მიიღო.

სან დიეგოში, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეიმს ფაულერი აცხადებს, რომ სოციალურ მედიაზე კვლევა ფეისბუკის სამეცნიერო ინფორმაციის ჯგუფთან ერთად ჩაატარა. მკვლევარებმა ფეისბუკის გზავნილი „დააფიქსირე შენი ხმა“ ამ სოფიალური ქსელის 60 მილიონზე მეტ მომხმარებელზე შეისწავლეს. სწორედ ეს გზავნილი იყო დატანებული 2010 წელს, საარჩევნო დღის განმავლობაში ფეისბუკის მთავარ, საინფორმაციო არხში.

ფაულერის თქმით, ამ ერთწინადადებიანი გზავნილის ქვევით მითითებული იყო ფრაზა: „მე ხმა მივეცი“ და, ასევე, თანდართული იყო ლინკი, რომლის საშუალებითაც ადამიანებს საკუთარი საარჩევნო უბნის მონახვა შეეძლოთ. მიმაგრებული იყო ფეისბუკის იმ მეგობრების სურათები, რომლებსაც უკვე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ამ არჩევნებში.

მკვლევარების თქმით, ამ გზავნილმა პირდაპირი გავლენა იქონია 60,000 დამატებით ამომრჩეველზე, რათა ისინი არჩევნებში ხმის მისაცემად მისულიყვნენ და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფაულერის თქმით, 200,000 ადამიანის მობილიზება სწორედ მეგობრების გამოჩენამ განაპირობა, რომლებსაც ხმა უკვე მიცემული ჰქონდათ. მთლიანობაში, ფეისბუკის ამ გზავნილმა 340,000 ადამიანზე იქონია გავლენა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

მკველვარების თქმით, ხმის მიცემის პროცესი სოციალური ქცევაა. მათივე განცხადებით, სწორედ სოციალური ინტერაქცია არის საუკეთესო გზა უფრო მეტი ადამიანის ჩასაბმელად დემოკრატიულ პროცესში, და ეს არა მარტო პოლიტიკას მიესადაგება, არამედ სხვა სფეროებსაც, მათ შორის საზოგადადოებრივ ჯანდაცვას.
XS
SM
MD
LG