ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის ახალი კანონპროექტი - "გუგლის" და "ფეისბუქის" პოზიციები შესაძლოა შესუსტდეს


გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები მოსალოდნელი დარტყმის ქვეშ არიან. ამერიკის კონგრესში შემავალი ორი პარტიის მხარდაჭერით, ახალი კანონპროექტი მუშავდება, რომელიც პატარა ზომის ახალი ამბების სააგენტოების დახმარებას ითვალისწინებს.

ახალი ინიციატივის წარდგენას კანონმდებლები უახლოეს დღეებში გეგმავენ. როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, დამტკიცების შემთხვევაში, ინიციატივის გამო, "გუგლი" და "ფეისბუქი" მნიშვნელოვან პოზიციებს დაკარგავენ. სააგენტო ამ ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატის წევრ კენ ბაკზე დაფუძნებით ავრცელებს. ბაკი რესპუბლიკური პარტიის წევრია.

კენ ბაკი "როიტერთან" საუბრის დროს ამბობს, რომ მზადდება რამდენიმე ანტიმონოპოლიური კანონპროქტი. პირველი კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდება, მცირე ზომის ახალი ამბების სააგენტოებს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დიდ ტექნოლოგიური კომპანიებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა "ფეისბუქი" და "გუგლი".

საუბარია სარეკლამო შემოსავლებზე. ამ მხრივ ამერიკასა და მსოფლიოში დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ არაერთი საჩივარი არსებობს. მცირე ზომის საინფორმაციო საშუალებები ჩივიან, რომ არსებული ვითარებით ისინი სარეკლამო შემოსავლებს მცირე რაოდენობით იღებენ. მათი მტკიცებით ისინი, თანხებს გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიების ქმედებების გამო კარგავენ. ახალი კანონპროექტის მიზანი, კი როგორც ავტორი ამბობს, ის არის, რომ გიგანტ კომპანიებთან ურთიერთობის დროს, მცირე ახალი ამბების სააგენტოებს თანაბარი უფლებები ჰქონდეთ.

პროცესი როგორც ჩანს, კონგრესში მაშინ დაიწყება, როდესაც ავსტრალიაში "ფეისბუქმა" ათობით გვერდი დაბლოკა, მათ შორის ახალი ამბების, საქველმოქმედო, სახელმწიფო და კომერციული გვერდები.

ქმედება ახალ კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც "ფეისბუქს" და "გუგლს" გამოყენებული მასალების გამო ავსტრალიური გამომცემლობისთვის თანხის გადახდას აიძულებს. კანონპროექტი ჯერ ამოქმედებულიც არ არის.

"ფეისბუქის" ქმდებას პროეტესტის ტალღა მოჰყვა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ქმედება "ამპარტავნულად" შეაფასა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG