ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანებიან და პრემიერის პასუხს "ამაზრზენს" უწოდებენ


ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დაკრძალეს. 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად ნაცემი ოპერატორი ოპერაციიდან 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მას 20-მდე ადამიანი გაუსწორდა. გუშინვე, ლექსოზე ძალადობაში ერთ-ერთი ბრალდებულს, დავით კუტალაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა მიესაჯა.

ლექსოს გარდაცვალების ამბავი საერთაშორისო მედიაშიც გავრცელდა. გავლენიანი გამოცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყვებოდნენ ქართველი ოპერატორის სიცოცხლის ბოლო დღეებზე. ლექსოს გარდაცვალებაზე საუბრობენ ვაშინგტონშიც. „ამერიკის ხმა“ მკლევრებს, საქართველოს მეგობრებს დაუკავშირდა, ვინც რეგიონს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კარგად იცნობენ. ერთ-ერთი მათგანი, დევიდ კრამერია, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.

კრამერისთვის ნათელია, რომ ლექსოს ცემასა და რამდენიმე დღის შემდეგ მის გარდაცვალებას შორის კავშირი არსებობს.

„მთავრობის და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის პასუხი ამ ყველაფერზე არის ამაზრზენი დასამარცხვინო. ვფიქრობ, პრემიერი უნდა გადაგდეს დაუყოვნებლივ, ის გასულ კვირასვე უნდაგადამდგარიყო“,- ამბობს კრამერი.

„მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, თუმცა, ვფიქრობ, არ ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი [ლექსოს] გარდაცვალება, ნამდვილადაა დაკავშირებული იმ ძალადობასთან, რაც გასულკვირას, ულტრა-მემარჯვენე კრიმინალებმა და ბრბომ ჩაიდინეს. ვფიქრობ, გარკვეულიპასუხისმგებლობა ამის გამო, მთავრობას ეკისრება.

ვიცი, რომ ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს მისი [ლექსოს] გარდაცვალება ნარკოტიკებისზედოზირების გამო მოხდა. არ ვიცი, საერთოდ, რამდენად სანდოა ეს. თუმცა, ასეც რომ იყოს, ისძალიან მძიმედ იყო ნაცემი, მისი ფოტოების ნახვაც კი ძალიან მძიმე იყო. ჩემთვის ნათელია, რომ ისცოცხალი იქნებოდა, რომ არ მომხადრიყო ის, რაც გასულ კვირას მოხდა“,- ამბობს კრამერი.

შსს "შუალედური დასკვნით" ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკით ზედოზირებაა. "ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ამ ნარკოტიკებით ზედიზორება. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის შუალედური", - განაცხადა კრიმინალური პოლიციის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ეს ვერსია, არასანდოდ ეჩვენება, ლუის ნავაროს, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მიმოხილველს.

„ახლა ისინი [საქართველოს მთავრობა] ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, რომ ამ მოვლენებისმსხვერპლი [ლექსო] თავად იყო დამნაშავე იმაში, რამაც ეს ფატალური შედეგი დააყენა. ერთიწუთით წარმოვიდგინოთ, რომ ამაში რაიმე მაინც არის მართალი. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც უმძიმესად სცემეს, დიდი ალბათობით მას ტკივილები ჰქონდა. იმ შემთხვევაშივ კი, მასრომ თვითმკურნალობა აერჩია რაიმე პრეპარატით ან ნარკოტიკული საშუალებით, მაინც არარსებობს შანსი იმისა, რომ მთავრობამ დაამტკიცოს, რომ ლექსოს საჭიროება გაეყუჩებინატკივილები, არ იყო პირდაპირ კავშირში იმასთან, რომ ის სასტიკად სცემეს. ეს ცემა და ძალადობა კიმთავრობის ქმედებების, თუ უმოქმედობით იყო წახალისებული“,- ამბობს ნავარო.

ლექსო ლაშქარაშვილის გარდაცვალებიდან მალევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებში დამნაშავეა ოპოზიცია და „ანტი-სახელმწიფობრივი და ანტი-რელიგიური“ ჯგუფები. ღარიბაშვილის ამ გამოსვლას, კრიტიკულად უყურებენ ვაშინგტონში. კრამერიც და ნავაროც თვლიან, რომ მომხდარში დიდწილად პასუხისმგებლობა, სწორედ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

კრამერი ამბობს, რომ მთავრობას ჰქონდა პასუხსიმგებლობა დაეცვა უმცირესობების, მედიის, მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებები, რაც ვერ შეძლო. მისივე თქმით, მთავრობამ დააღალატა პოლიციაც, „ვინაიდან მათ არ ჰქონდათ საჭირო მომზადება, აღჭურვილობა და ტრენინგებიიმისთვის, რომ გამკლავებოდნენ ბრბოს“.

კრამერის თქმით, მთავრობის ხელმძღვანელმა, პრემეირმა ღარიბაშვილმა უნდა დატოვოს თანამდებობა და ასე აიღოს პასუხისმგბელობა მომხდარზე.

„მთავრობის და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის პასუხი ამ ყველაფერზე არის ამაზრზენი დასამარცხვინო. ვფიქრობ, პრემიერი უნდა გადაგდეს დაუყოვნებლივ, ის გასულ კვირასვე უნდაგადამდგარიყო“,- ამბობს კრამერი. მისი განცხადებით, საქართველო დემოკრატიის გზაზე სვლას ვერ გააგრძელებს თუ ღარიბაშვილი ისევ პრემიერი იქნება: „სამწუხაროდ, თუ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება და ბატონი ივანიშვილი განაგრძობს ფარდის მიღმა ძაფების მოქაჩვას, საქართველო ვეღარ გააგრძელებს თავის დემოკრატიულ გზას“.

ლუის ნავარო თვლის, რომ მთავრობამ პრაიდის ჩატარებამდე და 5 ივლისის მოვლენების შემდეგ გაკეთებული განცხადებებით ჯერ წაახალისა, მოძალადეები, შემდეგ კი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას.

„თავად მთავრობის განცხადება პრაიდამდე, როდესაც მათ მოუწოდეს აქტივისტებს შეეჩერებიანთთავიანთი აქტივობები, იყო არაფერი გარდა მთავრობის მხრიდან ცენზურისა. ორმაგი დარტყმა იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და მიუთითა იმაზე, რომ თუ პრაიდი არჩატარდებოდა, არაფერი რაც მას შემდეგ მოხდა, არ იქნებოდა და რომ უმცირესობებს არ მისცემსუფლებას უმრავლესობები მართოს“.

ნავარო ამბობს, რომ თუ პრემიერი მართლაც ისე ფიქრობს, როგორც საუბრობდა, მაშინ მას [ღარიბაშვილს]დემოკრატიის არ სჯერა. „დემოკრატიას, როგორსაც მას დასავლეთში იცნობენ ასეთიგანსაზღვრება აქვს: უმრავლესობის მმართველობა და უმცირესობების უფლებები. ერთის ქონამეორის გარეშე, უბრალოდ, დიქტატურის ერთ-ერთი ფორმაა“,- ამბობს ნავარო.

ექსპერტები წუხან, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების, მედიაზე თავდასხმის, უმცირესობების დაშინება-დარბევის და ზოგადად, ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდ ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს და მის ევრო-ატლანტიკურ მომავალს.

„მგონია, რომ საქართველოს ეგზისნტენციალური, იდენტობის კრიზისი აქვს- არის თუ არა ის მზად, რომ მიუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, თუ მას სურს, რომ მოსკოვის გავლენების ქვეშიყოს? ჩემი აზრით, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღების გზაზე, სერიოზული პრობლემებია. ეს ძალიანსევდიანი და მტკივნეული მომენტია საქართველოსთვის“,- გვეუბნება საუბრის დროს დევიდ კრამერი და ამატებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა საუბრობს ევროატლანტიკური მისწრაფებების სურვილზე, მათი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებს.

საქართველოში, დემოკრატიის დაღმასვლის ნიშნებს ხედავს ლუის ნავაროც. ის ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები თავიანთი ქმედებებით ბოლო დროს, მუდმივად ღალატობენ საქართველოს მოსახლეობას, ვისაც ნათლად აქვს გაცხადებული თავისი ევროატლანტიკური ნება-სურვილი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG